ხელბურთი

 2019/16/06 20:13

ხელბურთი
საქართველოს ნაკრები ჩემპიონია!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალში ჩვენმა ბიჭებმა კუბა (31:21) დაამარცხეს.

მეტოქემ პირველ ნახევარში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ ტაიმის მიწურულს, რამდენიმე გაძევების ფონზე, 4-ბურთიანი უპირატესობა მოვიპოვეთ – 14:10. მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრების კარნახით წარიმართა. ხელბურთელები საგრძნობ უპირატესობას ინარჩუნებდნენ და სხვაობას ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდიდნენ. ბოლო წუთებში 10-ბურთიანი ლიდერობაც მოვიპოვეთ და შეხვედრას ინტრიგა ბოლომდე დაეკარგა – 31:21.

საქართველოს ნაკრებს 8 გატანილი ბურთით, გიორგი ცხოვრებაძემ ულიდერა. რუსტამოვისა და არსენაშვილის ანგარიშზე 6-6 გატანილი ბურთია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა მეკარემ, შოთა თევზაძემ 36-დან 18 დარტყმული მოიგერია.

გათამაშების საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე გახდა. ასევე, თეიმურაზ ორჯონიკიძესთან ერთად, ტურნირის ოლ-სტარშიც მოხვდა. ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ტურნირის შემდეგ, გუნდების პოზიციები შემდეგნაირია:

  1. საქართველო
  2. კუბა
  3. ბულგარეთი
  4. დიდი ბრიტანეთი
  5. აშშ
  6. ჩინეთი
  7. ნიგერია
  8. კოლუმბია
  9. ინდოეთი
  10. აზერბაიჯანი
  11. ირლანდია
  12. მალტა.


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები