ჰოკეი

 2019/22/04 15:14

ჰოკეი
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მექსიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს ნაკრები პირველ ტურში ჩრდილოეთ კორეას დაუპირისპირდა. ამ ორი ნაკრების გარდა, ჯგუფში მექსიკა, ახალი ზელანდია, ისლანდია და ისრაელია.

პირველივე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ჩვენი ნაკრები ორჯერ იგებდა, თუმცა, საბოლოოდ, დამარცხდა. 

მეექვსე წუთზე არტიომ კოზიულინის შაიბით დავწინაურდით, მაგრამ კორეელებმა უპირატესობით ორჯერ ისარგებლეს და ლიდერობა მოიპოვეს. მე-19 წუთზე ალექსანდრე ვასილჩენკომ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

მეორე პერიოდიც შესანიშნავად დავიწყეთ. მესამე წუთზე ბორის კოჩკინმა საქართველო მეორედ დააწინაურა, რასაც 1 წუთში სემიონ ხაზიროვის შაიბა მოჰყვა. სამწუხაროდ, შეხვედრაში მეტი ვერ გავიტანეთ, ხოლო კორეელებმა მეორე პერიოდი მაინც გამარჯვებით დაასრულეს, მესამეში კიდევ ოთხჯერ გაგვიტანეს და ჯამში, 9:4 დაგვამარცხეს.

მეორე მეტოქე მასპინძელი მექსიკა იქნება, რომელმაც ახალ ზელანდიასთან 2:7 წააგო. შეხვედრა 23 აპრილს, 05:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები