წყალბურთი

 2018/22/07 16:40

წყალბურთი
საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბარსელონაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე სამი მარცხის შემდეგ, რევაზ ჩომახიძის გუნდი მე-13 მე-16 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო, სადაც პირველ შეხვედრაში თურქეთი 15:10  დაამარცხა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და სწორედ პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მოვახერხეთ მეტოქის დამარცხება. 

საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ დაცვაში ბევრი იყო შეცდომა.  ქართველი წყალბურთელები შეტევიდან დაცვაზე გადაწყობას ვერ ასწრებდნენ. თურქები შეტევებს კარგად წელავდნენ და ცენტრალურ თავდასხმელს სივრცეს კარგად უთავისუფლებდნენ და თუგაი ერგინმაც ოთხჯერ შეძლო ჩვენი კარის აღება.

ბოლო მეოთხედში, თურქეთი სამი ბურთით მოგვიახლოვდა, მაგრამ გუნდის ლიდერებმა შეძლეს თამაშის საკუთარ თავზე აღება და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანეთ. საბოლოოდ, 15:10 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და რევაზ ჩომახიძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილისთვის მალტასა და სლოვაკეთს შორის გამარჯებულს შეხვდება. 

საქართველო - თურქეთი 15:10 

გოლები: 1:0 ბითაძე, 2:0 იმნაიშვილი, 3:0 ელაჩა, 3:1  ერგინი,  4:1 ბაღათურია, 4:2 ერგინი, 5:2 ცრეპულია, 6:2 ბითაძე, 6:3 სონმეზი, 6:4 ერგინი, 7:4 ბაღათურია, 8:4 იმნაიშვილი, 8:5 ბაიიკი, 9:5 ბითაძე, 9:6 ბაიიკი, 10:6 ბაღათურია, 10:7 ერგინი, 11:7 იმნაიშვილი, 11:8 ბაიიკი, 11:9 ბაიიკი, 12:9 რურუა, 13:9 ცრეპულია, 14:9 ელაჩა, 14:10 ილმაზი, 15:10 ელაჩა.  

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები