ეროვნული ნაკრებები

 2019/20/04 22:45

ეროვნული ნაკრებები
საქართველოს ელიტას უახლოვდება. „6 ერი“ ერთა ლიგის პროექტს განიხილავს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართული რაგბის ოცნება და მიზანი, რაც „6 ერის“  კარის გაღებას და საქართველოს ნაკრების ელიტაში დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, საკმაოდ რეალურია. გავრცელებული ინფორმაციით,  „6 ერის“ ქვეყნები მსოფლიო რაგბის მიერ შეთავაზებულ პროექტს  ერთა ლიგის შესახებ განიხილავენ. 

სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს შეთავაზებული პროექტი მოსწონთ. როგორც ცნობილია, საფრანგეთი აღნიშნულ ტურნირს მხარდაჭერას უცხადებს. 

ყველაფერი  22 მაისს,  მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანოს შეკრებაზე გაირკვევა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები