თასი

 2018/26/10 15:58

თასი
საქართველოს თასზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

მოგეხსენებათ, საუკეთესო 4 გუნდში ორი ეროვნული ლიგის (თბილისის დინამო, ტორპედო) და ორი ეროვნული ლიგა 2-ის (გაგრა, თელავი) წარმომადგენლები არიან.

წილისყრის შედეგად, გაგრა დინამოს შეხვდება, ხოლო თელავი ტორპედოს. 

ნახევარფინალები 7 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები