თასი

 2019/27/06 21:36

თასი
საქართველოს თასზე 1/4-ფინალისტები დაწყვილდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

27 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა.

ამ ეტაპზე, შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: ქუთაისის ტორპედო, საბურთალო, ლოკომოტივი, რუსთავი, თბილისის მერანი, მარტვილის მერანი, გარეჯი და თბილისი სითი.

წილისყრის შედეგად, 1/4 ფინალში ლიგა 4-ის ლიდერები, გარეჯი და თბილისი სითი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ლიგა 3-ის პირველადგილოსანი მარტვილის მერანი ლოკომოტივს შეხვდება. მეორე ლიგის ლიდერი მარტვილის მერანი მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს გაეჯიბრება, ხოლო მეოთხე წყვილი რუსთავმა და ქუთაისის ტორპედომ შეადგინეს.

შეხვედრები 25 სექტემბერს არის დაგეგმილი. ნახევარფინალისტებს ერთმატჩიანი დუელი გამოავლენს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები