თასი

 2019/19/06 00:46

თასი
საქართველოს თასზე 4 მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართა და 4 მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობაც გაირკვა. საფეხბურთო კლუბმა თბილისი სითიმ ზუგდიდი 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მარტვილის მერანმა ლანჩხუთის გურია საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა. რაც შეეხება ამ ეტაპის მთავარ მატჩს, რომელიც სამტრედიაში გაიმართა, მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ ადგილობრივი სამტრედია 2:1 დაამარცხა. გარეჯისა და სპაერის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა. პენალტების სერიაში გარეჯმა 4:2 იმარჯვა და ისიც მეოთხედფინალში იასპარეზებს. 

მერვედფინალის დარჩენილი შეხვედრები დღეს გაიმართება:

გაგრა-ტორპედო,

თელავი-ლოკომოტივი,

მერანი თბილისი-დინამო თბილისი,

რუსთავი-სიონი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები