სხვადასხვა

 2019/14/07 02:06

სხვადასხვა
საქართველომ სომხეთი 52 ქულით დაამარცხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში, საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და გამარჯვებით დაასრულა.

მეორე ტურში სომხეთის ნაკრებს შევხდით, რომელმაც პირველი მატჩი შვედეთთან 26:149 წააგო და საწყის მეოთხედში ქულა არ აუღია.  სომხები ჯგუფის აუტსაიდერები არიან და მათი განადგურება არც ქართველებს გაუჭირდათ.

მეტოქე პირველ ტაიმში მოულოდნელად მაღალ დონეზე ასპარეზობდა და ორივე მეოთხედში 16-16 ქულა ჩააგდო. სამაგიეროდ, ჩვენმა ბიჭებმა 24 ქულით მეტი მოაგროვეს და ტაიმი 56:32 მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ, ყველაფერი დალაგდა და საკუთარ ფარში მხოლოდ 14 ქულა მივიღეთ. საბოლოოდ, 98:46 ვიმარჯვეთ და ჯგუფის ლიდერები გავხდით.

სუსტი მეტოქის გამო, ნაკრების წევრებმა სათამაშო დრო გადაინაწილეს და ქულა ყველამ დააგროვა. ყველაზე მეტი (14) ნიკოლოზ მეცხვარიშვილის ანგარიშზეა. 12 ქულა ვახტან გაფრინდაშვილმა მიითვალა, 11-11 ლუკა მაზიაშვილმა და ზურაბ ჟღენტმა ჩააგდეს. 

მორიგი მოწინააღმდეგე შვედეთის ნაკრები იქნება. მატჩი დღეს, 21:15 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები