ძიუდო

 2019/15/09 00:16

ძიუდო
საქართველომ პირველობა არავის დაუთმო!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რაღა თქმა უნდა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობდნენ.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (66კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ) და გელა ზაალიშვილი (100კგ).

კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში, ახალგაზრდებს შორის პირველი ქალი ევროპის ჩემპიონია.

ვერცხლის მედალი 81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (70კგ) და მიხეილ ბექაური (90კგ).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები