ჰოკეი

 2019/25/04 00:13

ჰოკეი
საქართველომ მსოფლიოზე მეორე შეხვედრა წააგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მექსიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველომ მესამე შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად, ჩვენი მეტოქე ახალი ზელანდია გახლდათ.

ყველაფერი კარგად დაიწყო და 30-ე წამზე არტიომ კოზიულინმა საქართველო დააწინაურა. ამის მიუხედავად, მე-11 და მე-12 წუთებზე ახალი ზელანდია წინ გავიდა. პირველი პერიოდის ბოლო შაიბა მე-15 წუთზე არტემ კურბატოვმა გაიტანა ვინც ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

სამწუხაროდ, დარჩენილ ორ პერიოდში ვერ გავიტანეთ. საპირისპიროდ, მეტოქემ 2-2 გაგვიტანა. გატანილი 4 შაიბიდან 3-ში ახალ ზელანდიას უპირატესობა ჰქონდა და საბოლოოდ, მატჩის მოგება არ გასჭირვებია – 6:2.

წაგების მიუხედავად, დივიზიონში დარჩენის შანსს ვინარჩუნებთ. მორიგი მეტოქე ისლანდიის ნაკრები იქნება, რომელსაც 27 აპრილს, 01:30 საათზე დავუპირისპირდებით. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები