ძიუდო

 2019/31/08 16:13

ძიუდო
საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი 2 მედლით დახურა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპინატზე ასპარეზობა 2 მედლით დაასრულა. გათამაშების უკანასკნელ დღეს ტატამზე გურამ თუშიშვილი გამოვიდა. მოქმედმა ჩემპიონმა ნახევარფინალი წააგო, რის გამოც ბრინჯაოს მედლისთვის მოუწია ბრძოლა.

ჩვენებურის მეტოქე 28 წლის როი მეიერი იყო. ურთიერშეხვედრებში გურამმა მეტოქეს სამივე შეხვედრა მოუგო, თუმცა, ამჯერად ჰოლანდიელმა რევანში აიღო. მეიერმა კარგად დაიწყო და თამაშის დაწყებიდან 20 წამში ვაზარი აიღო. დარჩენილ დროში თუშიშვილი გააქტიურდა, მაგრამ რაც უფრო მცირე დრო რჩებოდა მეტოქე გაგვირბოდა და გაფრთხილების მიღებასაც არ ერიდებოდა. სამწუხაროდ, ჰოლანდიელმა საწადელს მიაღწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები