ხელბურთი

 2019/12/01 00:37

ხელბურთი
საქართველომ მალტა მისსავე მოედანზე გაანადგურა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პირველი ეტაპი მალტაში მიმდინარეობს. ჯგუფში მალტა, საქართველო, კვიპროსი და აზერბაიჯანი არიან.

პირველ შეხვედრაში ჩვენი ბიჭები მასპინძლებს შეხვდნენ და მეტოქე 48:21 გაანადგურეს.

ყველაფერი საწყის 30 წუთში გადაწყდა, რომელიც 29:9 მოვიგეთ, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქე უფრო გააქტიურდა, ჩვენც ბევრი აღარ შევუტიეთ და მხოლოდ 19:12 ვიმარჯვეთ.

11 გოლით საუკეთესო მეგოლე გიორგი ცხოვრებაძე გახდა. 7-7 ბურთი ირაკლი კბილაშვილისა და რევაზ ჭანტურიას ანგარიშზეა.

მორიგ შეხვედრაში აზერბაიჯანს დავუპირისპირდებით. მატჩი 12 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები