ხელბურთი

 2019/09/06 19:58

ხელბურთი
საქართველომ მალტა გაანადგურა და გალიდერდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოში მიმდინარე IHF ერთა თასის გათამაშებაში, ჩვენმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად, ჯგუფის აუტსაიდერ მალტას შევხვდით.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა ძალიან მარტივად, 26-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვა.

მალტამ წინააღმდეგობა საწყის წუთებში გაგვიწია და ერთი პერიოდი ანგარიში თანაბარიც იყო. საქართველომ მოუმატა და დიდი უპირატესობაც მოიპოვა. შედეგად, ტაიმი 16:7 მოიგო. მეორე ნახევარში ჩვენი ბიჭები შეუჩერებელნი იყვნენ და საწყის 11 წუთში 7:0 გაიქცნენ. მალტამ პირველი გოლი 7-მეტრიანი დარტყმით მე-12 წუთზე გაიტანა. საბოლოოდ, 26 ბურთით ვიმარჯვეთ (39:13) და ბურთების უკეთესი შეფარდებით, პირველ ადგილზე გადავედით.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთიც დაუმარცხებელია. მორიგ შეხვედრაში ირლანდიას დავუპირისპირდებით. მატჩი 10 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები