ჰოკეი

 2019/27/04 11:52

ჰოკეი
საქართველომ ისლანდიას საოცარი შეხვედრა მოუგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მექსიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონში, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩი გამართა და ისლანდიას საოცარი შეხვედრა მოუგო.

ისლანდიელებმა პირველივე პერიოდში სამი შაიბა გაგვიტანეს და რთულ ვითარებაში ჩაგვაგდეს. პერიოდის მიწურულს უპირატესობაში მყოფებმა ჯერ კოზიულინის, ხოლო შემდეგ ჟუჟუნაშვილის შაიბებით სხვაობა შევამცირეთ – 2:3.

დარჩენილი ორივე პერიოდი ერთნაირი ანგარიშით (2:0) მოვიგეთ. მეორეში ობოლგონიანმა და კურბატოვმა გაიტანეს, ხოლო მესამე პერიოდში ობოლგონიანთან ერთად, თავი ვასილჩენკომ გამოიჩინა – 6:3.

ორი მოგებითა და ამდენივე მარცხით, საქართველოს ნაკრები მეოთხე პოზიციაზეა. მორიგი მეტოქე ისრაელი იქნება, რომელიც ჯგუფის ლიდერია ოთხი გამარჯვებით. შეხვედრა დღეს, 27 აპრილს, 22:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები