ეროვნული ნაკრებები

 2019/10/03 18:23

ეროვნული ნაკრებები
1 ტურით ადრე – საქართველო ჩემპიონია!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ქუთაისის  „აია არენაზე“, „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირის აუტსაიდერს, გერმანიას უმასპინძლეს და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით (52:3) მოიგეს. 

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა  უკანახაზელის, მირიან მოდებაძის ბენეფისად იქცა, რომელმაც გერმანელთა ჩათვლის მოედანში ბურთი სამჯერ დაამიწა. თითო-თითო ლელო ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ გაიტანეს. 5 გარდასხვა ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა. 

გერმანელებმა კი,მხოლოდ, ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს, რომელიც კრის ჰილზენბეკის ანგარიშზეა. 

საბოლოოდ, 52:3 და „ბორჯღალოსნები“, 18 ქულით, კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობენ რაგბი ევროპის ჩემპიონატს.  ტურნირის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კრასნდარში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. 

ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა ვადაზე ადრე გაინაღდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები