ასაკობრივი ნაკრები

 2018/15/08 22:12

ასაკობრივი ნაკრები
საქართველომ გამარჯვებით დაიწყო
ავტორი
გიორგი მჭედლიძე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი კიევში გამარჯვებით დაიწყო. ზვიად ჯელაძის გუნდმა 2:1 დაამარცხა ლიეტუვა.

მოტეიშუს ბურბას მიერ მე-15 წუთზე გატანილ გოლს, ჩვენი ნაკრებიდან თორნიკე მორჩილაძემ და გიორგი აბუაშვილმა უპასუხეს.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, კვარაცხელია, მირზიკაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ოსიყმაშვილი, დევდარიანი, ოგბაიძე, ტორონჯაძე, ხურცილავა, კაპანაძე.

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 16 აგვისტოს სლოვაკეთთან გამართავს.

 

GFF.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები