ხელბურთი

 2019/09/06 00:38

ხელბურთი
საქართველომ ერთა თასი გამარჯვებით დაიწყო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ხელბურთში IHF ერთა თასის გათამაშება დაიწყო. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ბულგარეთთან, აშშ-სთან, ირლანდიასთან, მალტასთან და ნიგერიასთან ერთადაა.

პირველ ტურში, თბილისის სპორტის სასახლეში, სწორედ ნიგერიელებს დავუპირისპირდით და მარტივად (27:14) დავამარცხეთ.

ჩვენმა ნაკრებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, რომელიც 14:6 მოიგო, ხოლო მეორეში ლიდერობა განიმტკიცა.

საქართველოს ნაკრებს, 6 გატანილი გოლით, გიორგი ცხოვრებაძემ ულიდერა. 5 ბურთი თეიმურაზ ორჯონიკიძის, ხოლო 4 ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზეა.

პირველი ტურის შემდეგ, ლიდერი ბულგარეთია, რომელმაც მალტა 38:13 გაანადგურა. 

ჩვენი ბიჭების მორიგი მეტოქე მალტა იქნება. შეხვედრა 9 ივნისს, 18:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება. დასწრება უფასოა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები