ფუტსალი

 2019/31/01 21:57

ფუტსალი
საქართველომ 26-საუკუნოვანი მეგობრობა დაივიწყა და ისრაელი გაანადგურა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 26-საუკუნოვანი მეგობრობა არაფრად ჩააგდო და ისრაელი დიდი ანგარიშით, 7:0 გაანადგურა.  მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდის სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით კი, დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ბრაზილიელი ფეხბურთელი თალესი უნდა გამოვყოთ, რომლისთვისაც მატჩის პირველი ნახევარი  ბენეფისად იქცა. მან  დღევანდელ შეხვედრაში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. 

წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა  თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პრაქტიკულად,  საწყის ათ წუთში გადაწყვიტა მატჩის ბედი. 

მეორე ნახევრაში, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა,  ხშირ როტაციას მიმართა და გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. გოლებით თავი ნიყვაშვილმა და ჯვარაშვილმა გამოიჩინეს. 

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვების შემდეგ, 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები