სხვადასხვა

 2019/28/06 03:21

სხვადასხვა
საქართველო საერთო ჩათვლაში დაქვეითდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, მედლების საერთო ჩათვლაში საქართველოს მესამე პოზიცია ეკავა, მაგრამ ადგილი ორ ქვეყანას დაუთმო.

ამჟამად, ჩვენს ყულაბაში 24 მედალია – 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო. მესამე პოზიციაზე იტალია გახლავთ, რომელსაც ჩვენზე ნაკლები (19) მედალი აქვს, მაგრამ ორჯერ მეტი ოქრო მოიპოვეს. მეოთხე პოზიცია 27 მედლით, უკრაინას უკავია.

უპირობო ლიდერი რუსეთია, რომელსაც 32 ოქრო, 16 ვერცხლი და 24 ბრინჯაოს მედალი აქვს. მეორე ადგილი მასპინძელ ბელარუსს უკავია – 55 მედალი. 

ევროპული თამაშები 30 ივნისს მთავრდება და საქართველოს პოზიციის დაბრუნების შანსი მიეცემა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები