წყალბურთი

 2019/13/08 20:07

წყალბურთი
საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა. ხვალ პრინციპული მატჩი გვაქვს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მარცხით დაასრულა. სოსო მაისურაძის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ჩატარებულ ორ შეხვედრაში ბერძნებს ათი გოლი ჰქონდათ გაშვებული, ჩვენ კი ერთ თამაშში 7 გავუტანეთ. 

აღნიშნული მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის არაფერს წყვეტდა და გუნდის მწვრთნელებმა რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებაც მისცეს. ამის მიუხედავად, ბიჭებმა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და საბოლოოდ, 7:18 დამარცხდნენ. 

ხვალ ჩვენი გუნდი უპრინციპულეს შეხვედრაში გერმანიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვდება. 

 

ფოტოს ავტორი თამუნა ყულუმბეგაშვილი 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები