წყალბურთი

 2018/20/07 18:43

წყალბურთი
საქართველო იტალიასთან განადგურდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბარსელონაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 3:14 დამარცხდა. შეხვედრა იტალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ალესანდრო კამპანიას შეგირდები სწრაფ შეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს, რის შემდეგაც ქართველი წყალბურთელები დაცვაში პოზიციების დაკავებას ვერ ასწრებდნენ.

პირვველი ორი მეოთხედი, მეტ-ნაკლებად ვახერხებდით წინააღმდეგობის გაწევას. პირველი ნახევრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 4 ბურთის სხვაობით მარცხდებოდა – 2:6. მეორე ნახევარში იტალიელებმა სისწრაფეებს მოუმატეს და უპირატესობაც საგრძნობლად გაიზარდა. 

საბოლოოდ, 3:14 იტალიის ნაკრების სასარგებლოდ და იტალიელები ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ. რევაზ ჩომახიძის გუნდი კი, ევროპირველობაზე მე-13 მ-16 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, სადაც მათი პირველი მეტოქე თურქეთი  იქნება. 

საქართველო - იტალია 3:14 

გოლები:  0:1 ფილიოლი, 0:2 ბოდეგასი, 0:3  პრესკიუტი, 0:4  იოდიკე, 0:5 ბოდეგასი,  0:6 მოლინა რიოსი, 1:6 რურუა, 2:6 რურუა, 2:7 ველოტო,  2:8 მოლინა რიოსი, 2:9 პრესკიუტი, 2:10  დი ფიბიო, 2:11 დი ფიბიო,  2:12  ფილიოლი,  2:13 ბერტოლი, 2:14 ველოტო, 3:14 მაგრაქველიძე. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები