ასაკობრივი ნაკრები

 2018/03/06 17:41

ასაკობრივი ნაკრები
საფრანგეთს პრემიალური ქულა არ მოვაპოვებინეთ! [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთთან 12-24 დამარცხდა. 

სამხრეთ აფრიკასთან გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ, გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა. ამის მიუხედავად, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მრისხანე მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა და ბონუს ქულით მოგების საშუალება არ მისცა.

ფრანგებმა მატჩი ძალიან აგრესიულად დაიწყეს და მეათე წუთზე, ლუის კარბონელის ზუსტი საჯარიმო დარტყმით, სამი ქულით დაწინაურდნენ.

საქართველომ ჯარიმას ლელოთი უპასუხა  გელა აფრასიძისა და თედო აბჟანდაძის სოლო რეიდის შემდეგ, მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში, რამდენიმე მძლავრი მიძალება განვახორციელეთ და თორნიკე ჯალაღონიამ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში „გადადო“.

ამის შემდეგ, ფრანგები მეტი აგრესიით გადმოვიდნენ შეტევებზე და ჩვენს მორაგბეებს უფრო და უფრო უჭირდათ მეტოქის შეტევების შეჩერება. რამაც  შედეგი მალევე გამოიღო. ამას კი ჩვენი გუნდის მესამეხაზელის, სანდრო მამამთავრიშვილის სინ-ბინიც მოჰყვა.

მეორე ნახევარში, ძლიერმა წვიმამ თამაშის ხასიათზეც იქონია გავლენია. ორივე გუნდის თამაშში იმატა ტექნიკურმა წუნმა. ილია მაისურაძის შეგირდებმა, ბოლოს, მეორე ლელოც დადეს, რომელიც ზურაბ ძაგნიძის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, 24-12 საფრანგეთის სასარგებლოდ და მასპინძლები ტურნირზე კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობენ.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები