სხვადასხვა

 2019/28/07 21:08

სხვადასხვა
საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთთან დამარცხდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ქვიშის მორაგბეთა ნაკრები (კაცები) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია.

მოსკოვში გამართულ ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მორაგბეებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს. ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან და ლატვიასთან მარცხის შემდეგ, მოლდოვა დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. მეოთხედფინალში ხორვატიას შანსი არ დავუტოვეთ. ნახევარფინალში კი, ძალიან მძიმე ბრძოლაში მოვახერხეთ იტალიელების დამარცხება.

ფინალურ შეხვედრაში, საქართველომ რუსეთს ვერაფერი მოუხერხა და 4:7 დამარცხდა. 

ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში ლელოებით  გიორგი მჭედლიშვილმა(2), გიორგი ნათელაშვილმა, გიორგი შკინინმა და იოანე ხელაიამ გამოიჩინეს თავი. 

საქართველოს ქვიშის მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი მჭედლიშვილი, დაჩი კოპაძე, ნიკოლოზ სუხაშვილი, თორნიკე მანაგაძე, იოანე ხელაია, გიორგი ნათელაშვილი, ვანო ბერიკაშვილი, ჯაბა კიკვიძე, გიორგი შკინინი, თორნიკე კიკნაძე, ირაკლი გეგენავა, დავით ჩიტიძე. 

რაც შეეხება, საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრებს, ქართველმა გოგონებმა მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში ბელარუსი დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს. 

საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრებმა ტურნირი ამ შემადგენლობით ჩაატარა: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, ანა რურუა, თინათინ სიხარულიძე, ლიკა ხუფენია, თეონა ჩიტაიშვილი, ლუარა პერტაია, ნათია პატაშური, მარიამ გოგუაძე, ანი კაპანაძე, მარიამ გუგუჩია, რუსუდან რუსიშვილი. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები