სხვადასხვა

 2019/28/07 13:34

სხვადასხვა
საქართველო ესპანეთთან დამარცხდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრები, რომელიც მოსკოვში მიმდინარე ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებთან ძალიან მძიმე ბრძოლაში, 2:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. აღნიშნულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლელოები ლიკა ხუფუნიამ და თეონა ჩიტაიშვილმა დადეს. 

ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა გოგონებმა ბელარუსის ნაკრები 5:2 დაამარცხეს. იტალიასთან 1:9, ლატვიელებთან კი, 2:8 წააგეს. 

საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: სალომა მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, ანა რურუა, თინათინ სიხარულიძე, ლიკა ხუფენია, თეონა ჩიტაიშვილი, ლუარა პერტაია, ნათია პატაშური, მარიამ გოგუაძე, ანი კაპანაძე, მარიამ გუგუჩია, რუსუდან რუსიშვილი. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები