ასაკობრივი ნაკრები

 2019/13/04 19:40

ასაკობრივი ნაკრები
საქართველო არგენტინასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა  სამხრეთ აფრიკულ ტურნეში მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და უაღრესად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 26:32 დამარცხდა.

მატჩი ქართველი მორაგბეების უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებში  თედო აბჟანდაძის, მიშიკო ალანიას და ოთარ ძაგნიძის ლელოებით 19:0 დაწინაურდა, მაგრამ არგენტინელებმა ძალიან მოუმატეს და ტაიმი 15:19 დასრულდა. 

მეორე ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და მატჩის ბოლომდე ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ იყო, მაგრამ თამაშის დასრულებამდე მცირე დრო იყო დარჩენილი, როდესაც არგენტინელებმა ლელო და გარდასახვა მიითვალეს და მატჩიც მოიგეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები