ესპანეთი

 2019/11/02 13:41

ესპანეთი
საოცარი ტური ლა ლიგა 2-ში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურის კვირის სათამაშო დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. ჩატარებული 5 შეხვედრიდან, თითოეულში მინიმუმ, 1 წითელი ბარათი იყო.

პირველ შეხვედრაში ალკორკონმა კადისი მიიღო და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა მარჯვენა მცველმა, ლაურემ, 81-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო, რის შემდეგაც, კადისმა ორი ბურთი გაიტანა და შეხვედრაც მოიგო.

მორიგ მატჩში ალბასეტემ მალიორკა 2:0 დაამარცხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე, წითელი ბარათი სტუმართა სათადარიგო მეკარემ, მიკელ პარერამ მიიღო.

ალმერიამ ნუმანსია მიიღო და პირველ ტაიმში გატანილი პენალტით დაამარცხა. ნუმანსია 70-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. მოედნიდან მარჯვენა მცველი, უნაი მედინა გააძევეს.

პარალელურად, გრანადამ დეპორტივო მიიღო და 0:1 დამარცხა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად, ორი გაძევება იყო. თუმცა, ამით არც ერთი გუნდი დაზარალებულა, რამეთუ ჯერ 83-ე წუთზე, მსაჯმა გრანადას სათადარიგო მეკარე, აარონ ესკანდელი გააგდო, ხოლო მეოთხე დამატებულ წუთზე, სტუმართა ფეხბურთელი მატიას ნაუელი.

ამ მატჩის მსგავსად, ორი წითელი ბარათი მალაგასა და ლას პალმასის დაპირისპირებაშიც იყო. გასულ სეზონში ლა ლიგიდან დაქვეითებულმა გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს. პირველი წითელი ბარათი მალაგას ნახევარმცველმა, კეიდი ბარემ მიიღო. ალბანელმა 59-ეზე მეორე ყვითელი დაიმსახურა. ხოლო 13 წუთში შეცვლაზე შესულმა დეივიდმა პირდაპირ წითელი მიიღო და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა.

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღით გამართულ 6 შეხვედრაში წითელი ბარათი არ ყოფილა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები