ფარიკაობა

 2018/19/06 13:59

ფარიკაობა
სანდრო ბაზაძის ბრინჯაო სერბეთიდან
ავტორი
ირაკლი გოგავა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხმლით მოფარიკავე ქართველმა, ჯგუფურ ეტაპზე, ექვსიდან ხუთი ბრძოლა მოიგო და ფლეი-ოფში გავიდა, სადაც მეოთხედფინალში, იტალიელი ლუკა კურატოლი 15:14 დაამარცხა. ნახევარფინალში კი, ქართველი მოფარიკავე გერმანელ მაქს ჰარტენგს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე მოუგო. სანდრო გამარჯვებასთან ახლოს იყო, 14:12-ს იგებდა, თუმცა, 14:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ასევე ნახევარფინალში წააგო და მაშინაც მაქს ჰარტენგთან.

ევროპის ჩემპიონატზე სხვა ქართველი მოფარიკავეებიდან, 19 წლის ნიკა შენგელია 16 საუკეთსო სპორტსმენს შორის მოხვდა, ხოლო ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი 32 საუკეთესოს შორის არიან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები