ფარიკაობა

 2019/19/06 21:31

ფარიკაობა
სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ზედიზედ მესამედ, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ცხრა გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე კამილ იბრაგიმოვს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 11:15 დამარცხდა. 

გეტყვით, რომ სანდრომ მსგავს წარმატებას ზედიზედ მესამედ მიაღწია. 

წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები