ლეგიონერები

 2019/10/03 23:06

ლეგიონერები
სანაძის 22 ქულა და მნიშვნელოვანი გამარჯვება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პოლონეთში გადასვლის შემდეგ, დუდა სანაძე გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ჩვენებურის რადომი ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ სანაძე თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის.

21-ე ტურში სტარგარდს ესტუმრნენ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ეს გუნდები ცხრილში მეზობლად იყვნენ, ხოლო გამარჯვების შემდეგ, რადომმა წინ წაიწია.

დუდა სანაძემ 31'44 წუთი ითამაშა, რა დროშიც 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 8-დან 6 საშუალო, 4-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

რადომს 6 მოგება და 15 მარცხი აქვს, რითაც მე-13 პოზიციას იკავებს. მორიგი მეტოქე ვოცავეკი იქნება. შეხვედრა 16 მარტს, 22:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები