ლეგიონერები

 2019/31/03 22:28

ლეგიონერები
სანაძის 15 ქულა და გამარჯვება კროსნოსთან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პოლონეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში დუდა სანაძის რადომი ბოლოადგილოსან კროსნოს ესტუმრა.

პირველ ტაიმში განსხვავებული მეოთხედები ვიხილეთ. საწყისი მათგანი სტუმრებმა 29:16 მოიგეს, ხოლო მეორეში კროსნომ 28:16 იმარჯვა და ტაიმი მხოლოდ 1 ქულით წააგო.

დიდი შესვენების შემდეგ, რადომი ისევ აფექთდა, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. მესამე მეოთხედი 28:11 მოიგეს და უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ – 92:76.

დუდა სანაძემ პარკეტზე 32 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა 7-დან 3 საშუალო, 8-დან 2 სამიანი და სამივე საჯარიმო გამოიყენა.

რადომს 8 მოგება და 17 მარცხი აქვს, რითაც ჯერჯერობით, მე-11 პოზიციას იკავებს. მორიგი მეტოქე გორნიცა იქნება. შეხვედრა 7 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები