ესპანეთი

 2019/07/09 12:14

ესპანეთი
სამუელ ეტო'ომ კარიერა დაასრულა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო'ომ კარიერა დაასრულა. 38 წლის შემტევმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

– ეს დასასრულია. წინ ახალი გამოწვევები მელოდება. მადლობა ყველას–  დაწერა მან.

შეგახსენებთ, ის წლების განმავლობაში მალიორკას, რეალის, ბარსელონას, ინტერის, ჩელსის, ანჟის, ევერტონის, სამპდორიას, ანტალიასფორისა და ქონიასფორის რიგებში ასპარეზობდა. ცნობისთვის, მან ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები