ეროვნული ლიგა 2

 2019/19/07 21:10

ეროვნული ლიგა 2
სამტრედია აზერბაიჯანელი შემტევით გაძლიერდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საფეხბურთო კლუბი სამტრედია აზერბაიჯანელი შემტევით გაძლიერდა. Azerisport.com-ის ინფორმაციით, სამტრედიას რიგებს 27 წლის ნიჯატ გურბანოვი შეემატა. აზერბაიჯანელს ერთი თვეა საფეხბურთო კარიერა დასრულებული ჰქონდა. მაგრამ როგორც ჩანს, ის საყვარელი სპორტიდან წასვლას ჯერ არ აპირებს და  კარიერას სწორედ იმერულ კლუბში გააგრძელებს. 

– სამტრედიაში ჩემი მენეჯერის მეშვეობით აღმოვჩნდი, რომელსაც ქართული კლუბის მესვეურები დაუკავშირდნენ და ჩემს მიმართ ინტერესის შესახებ აცნობეს. მეც დიდი ხანი არ დავფიქრებულვარ და კლუბთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე. 

სამტრედია საკმაოდ კარგი კლუბია. წინა წლებში, მათ ევროსარბიელზე გაბალასა და ყარაბაღის წინააღმდეგ ითამაშეს და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს. 

ამჟამად კლუბი, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. 

გეტყვით, რომ სამტრედიამდე გურბანოვი ბაქოს ნეფთჩის, სუმგაითის, შუველანისა და კაპაზის რიგებში გამოდიოდა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები