სხვადასხვა

 2019/28/07 11:18

სხვადასხვა
სამოა მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრის ხარჯზე მიდის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სამოას მორაგბეთა ეროვნულ გუნდს, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება. საქმე ისაა, რომ კუნძულელებმა ტურნირზე წასავლელი ფინანსების მოძიება ვერ შეძლეს და გულშემატკივრების შემოწირულობების იმედზე არიან. 

სამოელთა კაპიტნის კრის ვუის განცხადებით, ის უზომოდ ბედნიერია, რომ ასეთი გულშემატკივრები ჰყავს და ნაკრებს მთავარ სარაგბო ფორუმზე მონაწილეობის შანსს აძლევენ. 

სამოაში და ზოგადად კუნძულოვან სახელმწიფოებში მორაგბეებს მსგავსი სახის პრობლემა არაერთხელ შექმნიათ. სწორედ, ესაა ის  მთავარი მიზეზი, რის გამოც იქაური მორაგბეები სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას ამჯობინებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები