წყალბურთი

 2019/14/07 14:33

წყალბურთი
სამხრეთ კორეის დებიუტი და სარეკორდო მარცხი
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სამხრეთ კორეაში წყალბურთის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მასპინძელი ქვეყნისთვის სადებიუტო გამოსვლა იყო, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

უნგრეთის ქალთა ნაკრებმა მეტოქეს „გადაურბინა“ და წყალბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით (64:0) მოუგო. 8-წუთიან მეოთხედებში უნგრელებს საოცარი მაჩვენებლები ჰქონდათ. პირველ ტაიმში 34, ხოლო მეორეში 30 ბურთი გაიტანეს.

ამავე დღეს, სამხრეთ აფრიკა ჰოლანდიასთან 0:33 დამარცხდა. აქამდე, ანტირეკორდი ახალი ზელანდიის ვაჟთა ნაკრებს ეკუთვნოდა – 1994 წელს, რომში ჩატარებულ ტურნირზე ხორვატიასთან 1:38 დამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები