თავისუფალი

 2018/09/06 20:54

თავისუფალი
სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
ავტორი
ნინო ახობაძე

დღეს, ქართველმა მოჭიდავეებმა სტამბულში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამდენად, პირველი საფინალო დღე საქართველოს ნაკრებისათვის არც თუ წარუმატებელი გამოდგა.

გიორგი სულავას (70 კგ.) მეტოქე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუსი რუსლან ბოგატიევი  იყო. ამ უკანასკნელს ჩვენებურმა ანგარიშით 7:3 სძლია. იგივე უნდა ითქვას ნიკა კენჭაძეზე (79 კგ.), რომელიც თურქ მუჰამეტ კუჩუკილდირიმს დაუპირისპირდა და ის ანგარიშით 4:2 დაამარცხა. გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) პირველივე პერიოდში დიდი უპირატესობით გაანადგურა უკრაინელი ოლექსანდრ ბიკანოვი (11:0).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები