სუმო

 2018/14/07 11:28

სუმო
სამწუხარო ინფორმაცია იაპონიიდან
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ტრავმის გამო  ნაგოია ბაშოზე ასპარეზობის გაგრძელებას ვერ მოახერხებს. გუშინ კომუსი ტამავაშისთან შეხვედრაში, ქართველმა ოძეკმა მარჯვენა ფეხის ტრავმა  მიიღო და დაპირისპირებაც ლევანმა კოტენაგეს ილეთით წააგო.  ჩვენებურს მარჯვენა ფეხის თითი აქვს შესიებული, რის გამოც გადაადგილებაც კი უჭირს.

ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოზე საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა. 6 დღის შემდეგ, მის ანგარიშზე 5 მოგება და 1 მარცხი იყო და ოძეკის რანგში სადებიუტი ბაშოს მოგების კარგი შანსიც ჰქონდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები