ინგლისი

 2019/22/08 18:22

ინგლისი
სალაჰი ვიდეო რეფერის წინააღმდეგია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პრემიერ ლიგის ახალ სეზონში VAR-ის ტექნოლოგია დაინერგა, რომელიც მოჰამედ სალაჰისთვის მიუღებელია. ეგვიპტელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთი შეცდომებით უფრო სანახაობრივია.

ინგლისში ვიდეო რეფერი საქმეში რამდენჯერმე ჩაერთო და მისი დახმარებით, რამდენიმე გოლი გაუქმდა. CNN-თან ინტერვიუში, ლივერპულის შემტევმა VAR-ზე ისაუბრა:

არ მომწონს – ესაა ჩემი პასუხი. ფეხბურთი ისეთი მიყვარს, როგორიცაა: მსაჯების შეცდომები და იშვიათად, მოთამაშეთა აგრესიულობა.

ისეთი ფეხბურთი მომწონს, სადაც მსაჯებიც და ფეხბურთელებიც ცდებიან – ეს უფრო სანახაობრივია. თუმცა, ფეხბურთელების სახიფათო თამაშისგან დაცვა კარგია. ამასთან, უფრო მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა მექნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები