ევროტურნირები

 2018/27/05 17:35

ევროტურნირები
სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების პრესსამსახურის ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატზე მწყობრში იქნება.

როგორც ირკვევა, ლივერპულელთა შემტევმა რენტგენის სურათი გადაიღო და გაირკვა, რომ მხრის მყესი აქვს დაზიანებული. ექიმების თქმით, მომომ მკურნალობა დაიწყო და 2 კვირაში ძველ ფორმას დაუბრუნდება. 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სალაჰი 26-ე წუთზე შესაცვლელი გახდა, რადგან რამოსთან ბრძოლაში „დამარცხდა“ და ხელი დაიზიანა. გეტყვით, რომ მომოს გარეშე, ლივერპულმა „სამეფო კლუბს“ ვერაფერი შესთავაზა და 1:3 დათმო შეხვედრა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები