კრივი

 2019/30/06 15:03

კრივი
მორიგი მედალი ევროპული თამაშებიდან
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მინსკის ევროპული თამაშების დასკვნით დღეს, ქართველმა მოკრივემ, სახილ ალახვერდოვმა, ჩვენს დელეგაციას მეცხრე ვერცხლის მედალი შესძინა. 49 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში, ჩვენებური სომეხ არტურ ჰოვჰანისიანს დაუპირისპირდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით, 1:4 დამარცხდა. 


ფინალი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. ორივე სპორტსმენი ტაქტიკურ კრივზე აკეთებდა აქცენტს და ბევრი აქცენტირებული დარტყმა არ იყო, თუმცა, სომეხი რინგზე უფრო აქტიურად მოძრაობდა და როგორც ჩანს, ამ მოჩვენებითმა აქტიურობამ მსაჯთა გადაწყვეტილებაზეც იქონია გავლენა. 

სახილ ალახვერდოვის ვერცხლის მედალი საქართველოს დელეგაციისთვის 29-ე მედალია (6 ოქრო, 9 ვერცხლი და 14 ბრინჯაო).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები