სხვადასხვა

 2018/21/11 18:37

სხვადასხვა
საკალათბურთო მატჩი წვიმის გამო შეწყდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

აფრიკაში მიმდინარე გოგონათა ჩემპიონთა თასზე საოცარი ფაქტი მოხდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ფორსის არმის პოლისი ვიტა კინშასას მასპინძლობდა. 

შეხვედრაში უდავო ფავორიტად ნომინალური მასპინძლები მოიაზრებოდნენ, მაგრამ მათ, მოულოდნელად, პირველი მეოთხედი 5:26 დათმეს.

მეორე მეოთხედიდან ორ წუთ-ნახევარი იყო გასული, როდესაც თავსხმა წვიმის გამო, დარბაზში პარკეტი დასველდა და შეხვედრა შეწყდა. 

ამ წუთებში პარკეტის წმენდა მიმდინარეობს და მატჩი, დიდი ალბათობით, დღეს მაინც გაგრძელდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები