TOP ჩემპიონატები

 2018/26/11 02:05

TOP ჩემპიონატები
საკალათბურთო ელ კლასიკო ბარსელონამ მოიგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას მე-10 ტურში საკალათბურთო ელ კლასიკო გაიმართა. ბარსელონამ რეალი მიიღო და ძალიან მარტივად დაამარცხა – 86:69.

კატალონიელებმა ოთხივე მეოთხედი მოიგეს და აქტივში ორი ქულის ჩაწერა არ გასჭირვებიათ. 

ბარსელონამ პირველი მეოთხედი აქტიურად დაიწყო და უმალვე, 6:0 გაიქცა. მათ უპირატესობა შეინარჩუნეს, თუმცა, მეორეში დათმეს და რეალი 9 ქულითაც კი გალიდერდა. მაგრამ სამეფო კლუბს ჩავარდნა დაეწყო, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და 13:0 გაქცევა განახორციელეს, ხოლო ტაიმი 39:36 მოიგეს.

ამის მიუხედავად, დიდი შესვენების შემდეგ, რეალმა ლიდერობა დროებით დაიბრუნა. ბოლოსკენ, კვლავ მასპინძლები გააქტიურდნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, 4 ქულით იგებდნენ – 63:59. დარჩენილ დროში სტუმრები წინ აღარ გასულან. პირიქით, კატალონიელებმა უპირატესობა 17 ქულამდეც გაზარდეს და მეტოქე გაანადგურეს – 86:69.

კატალონიელებს კურიჩმა ულიდერა, ვინც 16 ქულა მოაგროვა. 12-12 ქულა სინგლტონისა და ადამ ჰანგას ანგარიშზეა.

მადრიდელთა მხრიდან, ამდენივე ქულით, ჯეისი ქეროლი გამოირჩა, ხოლო 10-10 ქულა ტეილორმა და ფაკუნდო კამპაცომ ჩააგდეს.

9 მოგებითა და 1 მარცხით ბარსელონა გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო მადრიდელები მესამე პოზიციამდე დაქვეითდნენ. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები