სხვადასხვა

 2018/31/05 01:16

სხვადასხვა
საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში მოიგო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, ირლანდია 26-24 დაამარცხა. მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ეს გუნდები უმცროსი ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქეები არიან.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ნახევარში ირლანდიელები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და მეტოქე 17-5 დაამარცხეს.

თუმცა, მეორე ნახევარში „ლე ბლემ“ საოცრად მოუმატა. გასაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, ლაპორტეს და ფრანგთა მგეზავის, მარტინ მარტის საოცარი თამაში. ამ უკანასკნელმა დღევანდელ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. 

ორივე გუნდი საოცრად მაღალ ტემპში თამაშობდა. ცოტა იყო სტატიკა და ორივე გუნდი ხაზით თამაშს ცდილობდა. თუმცა, ფრანგები შერკინებაშიც დიდ უპირატესობას ფლობდნენ.

ბოლო წუთებში ირლანდიელებმა  შეძლეს მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, ფრანგთა დაცვის გარღვევა და გატანილი ლელოთი, მეტოქეს 2 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში, მეტის გაკეთება ვერ მოახერხეს და 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის, ერთ სანუგეშო ქულასღა დასჯერდნენ.

პირველი ტურის შემდეგ, C ჯგუფში ასეთი ვითარებაა. პირველ ადგილს, 5 ქულით, საფრანგეთი იკავებს. 4 ქულით, მეორე ადგილზეა სამხრეთ აფრიკა. მესამე-მეოთხე ადგილებს კი თითო ქულით საქართველო და ირლანდია იყოფენ.

 

სხვა მატჩები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:

ახალი ზელანდია - იაპონია 67:0

ავსტრალია - უელსი 21-26

ინგლისი - არგენტინა 39-18

შოტლანდია - იტალია 26-27



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები