სხვადასხვა

 2018/13/06 01:02

სხვადასხვა
საფრანგეთმა ახალი ზელანდია დაამარცხა [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში ფრანგები მოქმედ ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 16:7 დაამარცხეს. შეხვედრა „ლე ბლეს“ კარნახით წარიმართა. ფრანგებმა ზელანდიელებს ბურთი არ მისცეს, ძალიან კარგად აკონტროლებდნენ რაქებს, უპირატესობა ჰქონდათ შერკინებაშიც და გამარჯვებასაც მიაღწიეს.

პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მხოლოდ ერთი ჯარიმა გავიდა, რომელიც  ფრანგთა მგეზავის, ლუი კარბონელის ანგარიშზეა. 

მეორე ნახევარი „ლე ბლეს“ უპირატესობით დაიწყო. ლუი კარბონელმა ნთემეკი ჯვარზე შეიყვანა და მასპინძელთა შუამარბმაც მატჩის პირველი ლელო დადო. ლუიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც კიდევ ორი ზუსტი საჯარიმო დაუმატა და საფრანგეთი 16-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა.

„ოლ ბლექსმა“ მხოლოდ ბოლო ათ წუთში შეძლო იმ თამაშის ჩვენება, რომლითაც მოგვწონს ზელანდიური რაგბი. მათ ერთი ლელოც დადეს, რომელიც პლამერის ანგარიშზეა, თუმცა,  დარჩენილ დროში მეტის გაკეთება ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ, 16:7 საფრანგეთის სასარგებლოდ და ფრანგები ფინალში ინგლისელებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკა 32-31 დაამარცხეს.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები