ასაკობრივი ნაკრები

 2018/15/05 13:55

ასაკობრივი ნაკრები
სადიხოვი: ქართველებს ამ ასაკობრივ კატეგორიაში კარგი გუნდი ჰყავთ
ავტორი
ლუკა ახალაძე

ხვალ, 16 მაისს, ერთმანეთს აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ამხანაგური მატჩი ბაქოში გაიმართება და მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, დადებითი შედეგის მისაღწევად, მონდომებას არ დაიშურებენ.

ადგილობრივმა გამოცემამ, აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთან, მოკლე ინტერვიუ ჩაწერა. მეტოქეთა თავკაცის სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენს გუნდს სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და ვასილ მაისურაძის შეგირდებთან რთულ პაექრობას ელის.

„პირველი შეხვედრა ქართველებთან გვექნება. არ ვიცი, რამდენად საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვლენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ ამ ასაკობრივ ჯგუფში, მათ კარგი გუნდი ჰყავთ. წინა წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს (საუბარია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებზე – ავტ.)“, – განაცხადა რაშად სადიხოვმა.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები