ფეხბურთი

 2019/17/07 21:59

ფეხბურთი
საჩხერლების დამაჯერებელი გამარჯვება. ჩიხურა მომდევნო ეტაპზეა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ჩიხურა-ფოლა ეში 2:1 

თბილისი.დინამო არენა

1:0 არდაზიშვილი (25) 2:0 სარდალიშვილი (73) სინანი (90პ) 

ჩიხურა: ჰამზიჩი, მამასახლისი, მაისაშვილი, ფანცულაია, კორიფაძე, დეკანოიძე (62. ლექვთაძე), სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (67. ერგემლიძე), კაშია.

ფოლა ეში: კაბრალი, ბერნარდი, კორელი, მუჰარემოვიჩი, ქერონი (46. დრიფი), ფრეირე (75. ჰაჯი), საკრასი, სინანი, მერში (68. ოუსეირო), კლეინი, სეიდი. 

გაფრთხილება: კორიფაძე (31) კორელი (45) კაშია (72) მამასახლისი (89). 

გაძევება: მუჰარემოვიჩი (32) 

საჩხერის ჩიხურამ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა ქართულმა გუნდმა, უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული ფოლა ეშის ბარიერი დაძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა. განმეორებითი შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა, რომელშიც საჩხერლებმა მეტოქე  2:1 დაამარცხეს. 

მატჩი სოსო ფრუიძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. საჩხერლები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და მეტოქეს არაფრის საშუალებას აძლევდნენ. შეტევაში დიდად არც საჩხერლები გამოირჩეოდნენ და მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოვიდა. 

პირველი სახიფათო მომენტი ჩიხურას ჰქონდა. გიორგი კორიფაძის პასის შემდეგ, ბესიკ დეკანოიძე ურტყამდა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ მეკარე ადგილზეა. მატჩის 25-ე წუთზე კი, დღევანდელი შეხვედრის პირველი გოლი გავიდა. მიხეილ სარდალიშვილის პასის შემდეგ, რატი არდაზიშვილი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და დაბალ შორეულ კუთხეში გაუტანა ემანუელ კაბრალს. 

სტუმართა გუნდის პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მიხეილ სარდალიშვილთან უხეშობისთვის, მსაჯმა მოედნიდან  მუჰარემოვიჩი გააძევა და ფოლა ეში 10 კაცით დარჩა. 

მეორე ნახევარში ჩიხურამ ბურთი დაიჭირა. თვითონაც არაფერს ქმნიდა და მეტოქესაც არაფრის საშუალებას აძლევდა. მაგრამ ჩიხურამ მაინც გაიტანა. მორიგი სწრაფი შეტევა და მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა. 

მატჩის ბოლო წუთზე, საჩხერელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. ლუქსემბურგელთა რიგებში 11-მეტრიანი ზუსტად დეივიდ სინანმა შეასრულა. 

საბოლოოდ, 2:1 ჩიხურას სასარგებლოდ და საჩხერლები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც შოტლანდიურ აბერდენსა და ფინურ რპს-ს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები