ბერძნულ-რომაული

 2019/14/04 20:00

ბერძნულ-რომაული
საჩინო დავითაიას მედლამდე ცოტა დააკლდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საჩინაო დავითაია (62 კგ) მედლის გარეშე დარჩა. ქართველი მოჭიდავე გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ანდრეი სურკოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. რუსი სპორტმენი თავიდანვე ძალიან ხისტად ჭიდაობდა და საჩინოს წარბიც კი გაუხეთქა. პირველ პერიოდში რუსი უფრო აქტიურობდა და სწორედ ამ აქტიურობისთვის აიღო ქულაც.

მეორე პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ გაცილებით აქტიურად ჩაატარა, ერთი მომგებიანი ქულაც აართვა. ამის შემდეგ, ბრძოლა აბსოლუტურად თანაბრად წარიმართა, მაგრამა მსაჯების  ძალიან უცნაური გადაწყვეტილებით, გაფრთხილება საჩინოს მისცეს და მედალიც დავკარგეთ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები