სხვადასხვა

 2019/05/08 15:56

სხვადასხვა
საბურთალოს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც საბურთალოსა და თბილისის დინამოს სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. 

საქართველოს მოქმედ ჩემპიონს საკმაოდ გაუმართლა და არარატ-არმენიას გამოგდების შემთხვევაში, დუდელანჟსა და ნომე კალიუს შორის გამარჯვებულს შეხვდება. არადა, იყო შანსი ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხებულ რომელიმე ძლიერ გუნდთან ეთამაშა. 

რაც შეეხება თბილისის დინამოს. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სავარაუდო მეტოქე შვედური ნორკიოპინგი ან ჰაპოელ ბერ-შევა იქნება. მანამდე კი, ჩვენებურებს ფეინოორდის ბარიერის დაძლევა მოუწევთ.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საბურთალო 6 და 14 აგვისტოს გამართავს, ხოლო დინამო 8 და 15 აგვისტოს ითამაშებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები