ეროვნული ლიგა

 2019/05/06 14:50

ეროვნული ლიგა
საბურთალომ ჟირონადან ქოჩორაშვილი დაიბრუნა
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ კლუბი  ორი მოთამაშით უკვე გაძლიერდა.

ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებიც ადრეც საბურთალოში თამაშობდნენ და გულშემატკივარი კარგად იცნობს. პირველი საბერძნეთის ლევადიაკოსში ზამთარში გადასული გიორგი რეხვიაშვილია, რომლის გუნდიც ლიგიდან გავარდა და წამოსვლა გადაწყვიტა. მეორე კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ჩვენი გაზრდილია და ორი წელი იჯარით, ლა ლიგის ჟირონაში თამაშობდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები