სხვადასხვა

 2019/06/08 21:19

სხვადასხვა
საბურთალოელებმა სომხები „გააბითურეს“
ავტორი
ტატო ნიკურაძე

არარატ არმენია-საბურთალო 1:2 

რესპუბლიკური სტადიონი. ერევანი 

1:0 კობიალკო (31) 1:1 ალთუნაშვილი (72) 1:2 ყენია (76)  

არარატ არმენია: კუპიჩი, პეშოვი, მენესესი, დმიტრი, აჩენტეჰი, ალფონსი, მალაკიანი (57.ანტონოვი), ნარსინგი, ავეტისიანი (78.სანოგო), ლიმა, კობიალკო (71.ოგენა). 

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, ტერა (71.ყენია), კოხრეიძე (84.ცნობილაძე), გაბედავა, როლოვიჩი (57.მარგველაშვილი). 

გაფრთხილება: კოხრეიძე (1) დიასამიძე (15) გაბედავა (43) აჩენტეჰი (45) რეხვიაშვილი (50) კაკუბავა (82) დმიტრი (85) ანტონოვი (90) მიგინეიშვილი (90).

საბურთალოს ერევნიდან უმნიშვნელოვანესი და პრინციპული გამარჯვება მოაქვს. უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საბურთალო ერევანში არარატ არმენიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს საბურთალოს შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ლევან ყენიამ და ერთდ დროს ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა და იმედისმომცემმა ქართველმა ფეხბურთელმა მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭა. 

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. საბურთალო მისთვის დამახასიათებელი კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობდა, მაგრამ მატჩის პირველ ნახევარში არარატ არმენიას მცველები ძალიან კარგად მოქმედებდნენ და ჩვენს ლიდერებს არაფრის გაკეთების საშუალებას აძლევდნენ. თამაშიდან საერთოდ გამოთიშული იყო თბილისელთა გუნდის ბოსნიელი შემტევი ოგნიენ როლოვიჩი. საბურთალო საჯარიმოში შესვლას და ჩაწოდებას ვერ ახერხებდა და პირველ ნახევარში, მათი შესრულებით, მხოლოდ რამდენიმე შორეული დარტყმა ვიხილეთ. 

ვარდან მინასიანის ფეხბურთელები სწრაფ შეტევებზე მცველების ზურგს უკან გაკეთებული გრძელი პასებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, რა დროსაც, საბურთალოს მცველები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ. განსაკუთრებით, სომეხთა 27-ე ნომერი ფარჯელ ნარსინგი აქტიურობდა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გაგვაწამა და ერთ ეპიზოდში ცოტა მეტი სათამაშო ფანტაზია რომ გამოეჩინა, გატანის კარგი შანსიც ჰქონდა. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა გოლი საბურთალოს კარში. ნარსინგის ჩაწოდების შემდეგ, ანტონ კობიალკო ცარიელი კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩა და სომეხთა შემტევსაც გატანა არ გასჭირვებია. 

მეორე ნახევარში საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ცვლილებები განახორციელა. მოედანზე გაგი მარგველაშვილი და ლევან ყენია შეიყვანა, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტიც აღმოჩნდა. ყენიას შესვლამ საბურთალოს შეტევებს მეტი სიმწვავე შესძინა და შეიძლება ითქვას, ის მატჩის გმირადაც იქცა. გეგა დიასამიძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, ლევან ყენიამ ბურთი კარგად გაატარა და სანდრო ალთუნაშვილმა დალაშქრა არარატ არმენიას კარი. მატჩის 76-ე წუთზე კი, ლევან ყენიამ ინდივიდუალური სოლო რეიდი განახორციელა და შანსი არ დაუტოვა სომეხთა მეკარეს. 

საბოლოოდ, 2:1 და საბურთალოს ევროსარბიელზე თავის პირველივე სეზონზე ფლეი-ოფში გასვლის იდეალური შანსი აქვს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები