სხვადასხვა

 2019/04/08 14:32

სხვადასხვა
განცხადება საბურთალო-არარატ-არმენიას რეპორტაჟთან დაკავშირებით
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი მნიშვნელოვან მატჩს ვერ იხილავს. უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, ერევნის არარატ-არმენია საბურთალოს უმასპინძლებს. როგორც საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ოფიციალურ განცხადებაშია ნახსენები სომხური მხარე  აღნიშნული მატჩის ტრანსლირებას არ გეგმავს და შესაბამისად, მისი ხილვის საშუალება არც ქართველ გულშემატკივარს ექნება. 

უცვლელად გთავაზობთ, საფეხბურთო კლუბ საბურთალოს განცხადებას:

– „6 აგვისტოს ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბურთალო არარატ არმენიას შეხვდება.როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც დიდია მატჩზე ინტერესი, რაზეც გვიწევს განმარტების გაკეთება. 

საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის  დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც  არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფა კრძალავს."– ნათქვამია განცხადებაში. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები